სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას „ნაპოლის“ რიგებში გააგრძელებს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ „ტორინოდან“ 28 წლის სერბი მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
იტალიური მედიის ცნობით, სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ ტურინულ კლუბს 22 მილიონ ევროს გადაუხდის.
სერბ მოთამაშეს იტალიის ჩემპიონატში 146 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მან გოლი 45 მატჩში არ გაუშვა. მილინკოვიჩ-სავიჩი ასევე არის სერბეთის ნაკრების ძირითადი მეკარე. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის ნოემბერში შედგა.