სერბეთში ტაქსის მძღოლები აპლიკაცია „ქარ გოუს“ აკრძალვას ითხოვენ
სერბეთში ტაქსის მძღოლები აპლიკაცია „ქარ გოუს“ აკრძალვას ითხოვენ

სერბეთში ტაქსის მძღოლები მთავრობისგან ითხოვენ, აიკრძალოს აპლიკაცია „ქარ გოუ”.

„როიტერის” ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი აქცია სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. მომიტინგეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ სერბეთის პრეზიდენტი შეხვდა და დახმარებას დაპირდა.

აღნიშნული აპლიკაციის შემქმნელებმა კანონში არსებული ხარვეზით ისარგებლეს და არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს.

აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული მგზავრები აცხადებენ, რომ მძღოლებს არა მგზავრობის საფასურს, არამედ გაწეული მომსახურებისთვის „კომპენსაციას“ უხდიან.

„ქარ გოუ“ 2015 წელს შექმნეს და მასში 1000 მძღოლი და 120 000 კლიენტია რეგისტრირებული. ამ სერვისით სარგებლობა უფრო იაფია, ვიდრე ტაქსით მგზავრობა.