სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები, უკვე ათი თვეა, გრძელდება.
ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ნოვი სადში, ქალაქში, სადაც 2024 წლის პირველ ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.
ამასთან, ნოვი სადსა და სერბეთის რამდენიმე სხვა ქალაქში გაიმართა ფართომასშტაბიანი სტუდენტური აქცია ლოზუნგით : „სერბეთო, გესმის ჩვენი?“
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა.