სერბეთში ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავზე დაღუპულების ხსოვნას ათიათასობით ადამიანმა მიაგო პატივი
სერბეთში ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავზე დაღუპულების ხსოვნას ათიათასობით ადამიანმა მიაგო პატივი

სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავზე თექვსმეტი დაღუპულის ხსოვნას თექვსმეტი წუთის განმავლობაში დუმილით ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.

2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა.

პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.