სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს
სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს

სერბეთში, მონტენეგროში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში აზერბაიჯანის ელჩი, გასან ელდარი გუმბატი ფინანსური დარღვევების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, დიპლომატი ეჭვმიტანილია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და სხვა სამართალდარღვევებში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის სამართლის გამოძიებას ატარებს აზერბაიჯანის საგარეო სამეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე. კერძოდ, საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, სახსრების მიტაცებასა და კორუფციაზე.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა შორის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ფარჰად მოლაზადე, ასევე საგარეო უწყების საკონსულო სამმართველოს უფროსი ფაიგ ბაგიროვი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დატოვე კომენტარი