სერბეთში მასწავლებლები და ფერმერები ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე სტუდენტებს შეუერთდნენ
სერბეთში მასწავლებლები და ფერმერები ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე სტუდენტებს შეუერთდნენ

სერბეთში მასწავლებლები და ფერმერები ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე სტუდენტებს შეუერთდნენ.

ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის, კრაგუევაცის ქუჩებში აქციაში მონაწილეობის მისაღებად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

„ყველაფერი მოგვარდება, თუ სტუდენტების მოთხოვნები დაკმაყოფილდება და თუ სახელმწიფო დადგება სტუდენტების გვერდით“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.