სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა
სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა

სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა.

ათასობით აქტივისტმა ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილმა დემონსტრანტებმა თავისუფალი მედია მოითხოვეს და ოპოზიციონერებზე თავდასხმები დაგმეს.

მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები სერბეთში უკვე მეექვსე კვირაა იმართება. პროტესტის მიზეზი ოპოზიციონერ ბორკო სტეფანოვიჩზე თავდასხმა გახდა. 23 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად პოლიტიკოსი მძიმედ დაშავდა.

ბელგრადთან ერთად დემონსტრაციები სერბეთის სხვა ქალაქებშიც იმართება. შემდეგი მასშტაბური პროტესტი 2018 წლის 16 იანვარს არის დაგეგმილი. აღნიშნული თარიღი კი, სერბი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობის თარიღს ემთხვევა.