სერბეთში ხანძრის 11 კერას ებრძვიან
სერბეთში ხანძრის 11 კერას ებრძვიან

სერბეთში ხანძრის 11 კერას ებრძვიან.

მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„იმის გამო, რომ ახლა ჩვენთან ძალიან ცხელი და მშრალი ამინდია, რაც ხანძრების წარმოშობასა და გავრცელებას იწვევს, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ დაწვან ბალახი და მცენარეულობა, არ დაანთონ ცეცხლი ტყეებში“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ოფიცერმა.

როგორც მედია წერს, ივლისში სერბეთში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.