სერბეთში, რამდენიმე რეგიონში ფერმერებმა ტრაქტორებით გზების ბლოკირება მოახდინეს.
ისინი რძის დაბალ ფასებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გაკოტრების პირას არიან.
სერბი ფერმერების თქმით, კომბინატები მათ რძეს იმდენად დაბალ ფასად ყიდიან, რომ ეს წარმოების ხარჯებსაც ვერ ფარავს.
აქციის მონაწილეები მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის შეჩერებას.
დემონსტრაციები, რამდენიმე დღეა, გრძელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დრაგან გლამოჩიჩთან შეხვედრა კი შეთანხმების გარეშე დასრულდა.