სერბეთის ქალაქ ნისში ათიათასობით ადამიანი ანტისახელისუფლებო აქციაზე გამოვიდა.
მოქალაქეები ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას გასული წლის პირველ ნოემბერს რკინიგზის სადგურზე ჩამონგრეული ბეტონის სახურავის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში არსებული კორუფცია გახდა ტრაგედიის მიზეზი და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ.