სერბეთის ქალაქ კრალევოში სტუდენტების მიერ ორგანიზებული მორგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
სერბეთის ქალაქ კრალევოში ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა.
ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც მოითხოვენ, სამართლის წინაშე წარდგნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის გამო.
სერბეთში სტუდენტების მიერ ორგანიზებული მარშები ყოველდღიურად იმართება.
შეგახსენებთ, ანტისამთავრობო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.