სერბეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გამართულ რეგიონულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა
სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში, ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტს დაესწრო.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ალექსანდრ ვუჩიჩმა სამიტზე განაცხადა, რომ სერბეთს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას დაზარალებული რეგიონების აღდგენაში.
თუმცა სერბეთის ლიდერმა სამიტის ბოლოს ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა.
„ჩვენი ინტერესების დაცვით ნაწილობრივ ვიცავთ როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ინტერესებსაც, რადგან ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ინტერესებს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბ ჟურნალისტებთან საუბარში.
ალექსანდრ ვუჩიჩის გარდა, სამიტს 12 ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრებოდა, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყვნენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი.
აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი მმართველობის პირობებში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში პირველად ჩავიდა.