სერბეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც მოლდოვაში პრორუსული აქციების მოსაწყობად საწვრთნელი ბანაკების კურატორობაში ადანაშაულებენ
სერბეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც მოლდოვაში პრორუსული აქციების მოსაწყობად საწვრთნელი ბანაკების კურატორობაში ადანაშაულებენ

სერბეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც მოლდოვაში პრორუსული აქციების მოსაწყობად საწვრთნელი ბანაკების კურატორობაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

1978 და 1988 წლებში დაბადებული სერბეთის ორი მოქალაქე, რომელთა ვინაობასაც სერბეთის სამართალდამცველი ორგანოები არ ასაჯაროებენ, ეჭვმიტანილი არიან პოლიციის საწინააღმდეგო ტაქტიკის შესასწავლად ტრენინგების ორგანიზებასა და დაფინანსებაში.

გავრცელებული ცნობით, ტრენინგები მიმდინარეობდა ლოზნიცას სანაპიროზე, სერბეთის დასავლეთ ნაწილში.

„ტრენინგები ჩატარდა 16 ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, მოლდოვისა და რუმინეთის დაახლოებით 150-170 მოქალაქისათვის“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, რუსეთი გეგმავდა მოლდაველი ახალგაზრდებისათვის სერბეთში ისეთი ტაქტიკა ესწავლებინა, რომლის გამოყენებასაც ისინი აქციების დროს პოლიციის წინააღმდეგ შეძლებდნენ.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკისას ამოღებულია ნოუთბუქები, მობილური ტელეფონები და რაციები.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში ნაპოვნია პისტოლეტი.

სერბული მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ომში ან შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ორგანიზების მუხლით წაუყენებენ.

ცნობისთვის, მანამდე, მოლდაველმა სამართალდამცველებმა დააკავეს სერბეთში საპროტესტო აქციების მომზადებაში ეჭვმიტანილი 74 პირი.