სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი იოვო ბაკიჩი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი იოვო ბაკიჩი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც ზესახელმწიფოს და როგორც ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს, ხშირ შემთხვევაში კი დამცველსაც. არავითარი ცვლილება ამ მხრივ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არ იქნება“, – განაცხადა იოვო ბაკიჩმა RT Balkan TV-ს გადაცემაში „ბალკანეთი ირჩევს“ ეთერში საუბრისას.
ამასთან, იოვო ბაკიჩმა აღნიშნა: „ჩვენ გამოვცადეთ გაერო-ს სანქციები და შესანიშნავად გვესმის, როგორი გამოცდაა ეს“.
მისი თქმით, პატარა სერბეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული „სანქციები ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება“.