დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი, ალექსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
წყვილის აშკარა ფავორიტად მასპინძლები მიიჩნევიან. ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ პირველ ტურში ავსტრიის ნაკრები 21 ქულის სხვაობით დაამარცხა.
საქართველომ კი, სტუმრად, ქალაქ ქემნიცში, გერმანიასთან დაძაბული მატჩი, ანგარიშით 70-79 დათმო. ორივე გუნდი კვლავ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.