სერბეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ბალკანელებმა ნახევარფინალში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კანადა დაამარცხეს – 95:86.
კანადის ნაკრებში NBA-ის შვიდი ვარსკვლავი თამაშობდა და ფინალში გასვლის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც ითვლებოდა. თუმცა „ნეკერჩხლის ფოთლები“ გადააწყდნენ სვეტისლავ პეშიჩის გაწვრთნილ, ტაქტიკურად მაღალ დონეზე გამართულ სერბეთს, რომლის დაცვასაც ვერაფერი დააკლდეს და ტიტულზე ოცნება სამომავლოდ გადადეს.
მართალია, სერბეთს მთავარი ვარსკვლავი ნიკოლა იოკიჩი აკლია, მაგრამ გუნდს ჰყავს NBA-ის სამი კალათბურთელი (პეტრუშევი, იოვიჩი და ბოგდანოვიჩი). კანადასთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბოიან ბოგრანოვიჩმა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. მთავარი შემოქმედი კი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი იყო, რომელმაც კარგად იცის, როგორ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი. ის 2002 წელს ხელმძღვანეობდა იუგოსლავიის ნაკრებს, რომელმაც ინდიანაპოლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.
სერბეთი ფინალში აშშ-გერმანიის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.