ინგლისში პრემიერლიგაში მე-6 ტური მიმდინარეობს.
შაბათს, სათამაშო დღის მთავარი მოვლენა იყო „ოლდ ტრაფორდზე“ სერ ალექს ფერგიუსონის დაბრუნება, რომელმაც ამა წლის მაისში, ინსულტის გამო ოპერაცია გადაიტანა.
ლეგენდარული მწვრთნელის თვალწინ, „იუნაიტედმა“ ვერ შეძლო შინ „ვულვერჰემპტონის“ დამარცხება (1:1) და 10 ქულით მეექვსე ადგილზეა.
„ლივერპულმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ჩემპიონატს ლიდერობს. „საუთჰემპტონთან“ მოგება გააუფერულა ვირჯილ ვან დაიკის ტრავმამ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ჰოლანდიელის დაზიანება.
ფულჰემი-უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 გრეი (2), 1:1 მიტროვიჩი (78)
მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვერჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ფრედი (18), 1:1 ჟოაო მოუტინიო (53)
ლესტერი-ჰადერსფილდი 3:1
გოლები: 0:1 იორგენსენი (5), 1:1 იჰეანაჩო (19), 2:1 მედისონი (66), 3:1 ვარდი (75)
ბარნლი-ბორნმუთი 4:0
გოლები: 1:0 ვიდრა (39), 2:0 ლენონი (41), 3:0 ბარნსი (83), 4:0 ბარნსი (88)
კრ. პალასი-ნიუკასლი 0:0
კარდიფი-მანჩესტერ სიტი 0:5
გოლები: 0:1 აგუერო (32), 0:2 ბერნარდო სილვა (35), 0:3 გიუნდოგანი (44), 0:4 მაჰრეზი (67), 0:5 მაჰრეზი (89)
ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 ჰუდტი (10-საკ. კარში), 2:0 მატიპი (21), 3:0 სალაჰი (45)