სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგის მატჩის განზრახ წაგება ბრალდება
სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგის მატჩის განზრახ წაგება ბრალდება

საფეხბურთო აგენტმა ჯუზეპე პალიარამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩის დათმობაში მონაწილეობდა, – წერს ინგლისური გაზეთი „მირორი“.

წყაროს ცნობით, პალიარამ პოლიციას აცნობა, რომ ფერგიუსონი მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის ჩაწყობილ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ შორის.

ასევე აგენტმა განაცხადა, რომ თამაშის დათმობაში თანამონაწილეობის სანაცვლოდ, ფერგიუსონმა დაინტერესებული პირებისგან მიიღო „როლექსის“ ოქროს საათი, რომლის ღირებულება  30 ათასი ფუნტი იყო.

თავად პალიარა დღეს კორუფციაშია ბრალდებული.