სერ ალექს ფერგიუსონმა ახნა, ვინ უფრო ძლიერია - მესი თუ რონალდო #1TVSPORT
სერ ალექს ფერგიუსონმა ახნა, ვინ უფრო ძლიერია - მესი თუ რონალდო #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განმარტა – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანის გაკეთებისას რატომ არსებობს აშკარა ფავორიტი.

შოტლანდიელ სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი არგენტინელის ფონზე ერთი კონკრეტული მიზეზით გამოირჩევა.

გამოცემა Manchester Evening News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერ ალექსმა განაცხადა:

„ხალხი კამათობს, ვინ არის საუკეთესო მსოფლიოში? და ბევრი სრულიად სამართლიანად ამბობს, რომ ეს არის მესი. თქვენ არ შეგიძლიათ ამ აზრის უარყოფა. მაგრამ რონალდოს შეეძლო ეთამაშა „მილუოლში“, „ქუინზ პარკში“, „დონკასტერ როვერსში“, ნებისმიერ გუნდში და მაინც შეესრულებინა ჰეთ-თრიკი. დარწმუნებული არ ვარ, მესი შეძლებდა თუ არა იგივეს. რონალდო ორივე ფეხით იტანს, ის სწრაფია, ბრწყინვალედ თამაშობს ჰაერში, მამაცია. მესიც მამაცია, მაგრამ ის უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა და პარტნიორებზეა დამოკიდებული“.