„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ლეგენდარული სპეციალისტი რეაბილიტაციას სახლის პირობებში განაგრძობს.
რამდენიმე კვირის წინ, 76 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა ინსულტი გადაიტანა.
ფერგიუსონს იმედი აქვს, რომ მომდევნო სეზონის დასაწყისში ისევ დაესწრება „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინაო მატჩებს.
გარდა ამისა, სერ ალექსი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თამაშების„ ყურებას აპირებს.
„ყველამ იცის, რომ სერ ალექსი – გამარჯვებულია და ეს მისი მორიგი ბრძოლა იყო, რომლის წაგებასაც არ აპირებდა. ის კვლავ დადგა ფეხზე და საავადმყოფო დატოვა. პროგნოზი ძალიან პერსპექტიულია და მხოლოდ დროის საკითხია მისი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება“, – დაწერა სოციალურ ქსელში მწვრთნელის უახლოესი გარემოცვის წევრმა.