სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ 20 ლარის შემოწირულობა მიიღო
სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ 20 ლარის შემოწირულობა მიიღო

აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ სექტემბერში მიღებული შემოწირულობების სტატისტიკას აქვეყნებს. სიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც 442 691 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.

332 245 ლარით მეორე ადგილზეა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

სხვა პარტიებისა და კანდიდატების მიერ მიღებული თანხების სტატისტიკა ასეთია: „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 91 196 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – 35 ათასი ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი – 13 ათასი ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 9 700 ლარი; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 1 010 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 350 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე – 200 ლარი; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 20 ლარი.

მმართველ გუნდს სექტემბერში 20 ლარი საწევროს სახით პარტიის წევრმა დიმიტრი ჩქარეულმა ჩაურიცხა.