სექტემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 348.8 პროცენტით გაიზარდა
სექტემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 348.8 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის სექტემბერში საქართველოში 226 662 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 348.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 92 437 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 131 594, საზღვაო გზით – 646 და სარკინიგზო გზით – 1 985.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: რუსეთი – 33 139 ვიზიტორი, თურქეთი – 32 281 ვიზიტორი, უკრაინა – 22 972 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 21 322 ვიზიტორი, სომხეთი – 18 158 ვიზიტორი, ბელარუსი – 11 858 ვიზიტორი, ყაზახეთი – 10 930 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 9 338 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 8 726 ვიზიტორი, ისრაელი – 7 869 ვიზიტორი, პოლონეთი – 7 029 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4 374 ვიზიტორი, გერმანია – 3 896 ვიზიტორი, აშშ – 2 833 ვიზიტორი, ქუვეითი – 2 617 ვიზიტორი.

 

დატოვე კომენტარი