სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 33 პროცენტით გაიზარდა

14:22, 19.10.2019

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 32.8%-ით (139.5 მლნ კვტ.სთ) აღემატება.

ელექტროენერგია საქართველომ რუსეთიდან და აზებაიჯანიდან შეიძინა. რუსეთიდან – 125.011 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან – 60.334 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებს, იანვარ-სექტემბრში საქართველოში 1020.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.6%-ით (832.4 მლნ კვტ.სთ) მეტია.

მსგავსი