სექტემბერში სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი გაიმართება

10:08, 13.08.2018

სექტემბერში ფხენიანში სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამჟამად სამიტისთვის მოსამზადებლად დემილიტარიზებულ ზონაში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეხვედრაში სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი და ჩრდილოეთ კორეის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობენ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის პირველი შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა.

მსგავსი