სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაპატიმრებულ ექიმზე თავდასხმას სასამართლოში ერთ-ერთი მსხვერპლის მამა შეეცადა
სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაპატიმრებულ ექიმზე თავდასხმას სასამართლოში ერთ-ერთი მსხვერპლის მამა შეეცადა

სექსუალური შევიწროების ბრალდებით განსასჯელის სკამზე მყოფ ექიმზე თავდასხმას სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი მსხვერპლის მამა შეეცადა. ლარი ნასარი აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ექიმია. მას სექსუალურ შევიწროებაში 265 ათლეტი ადანაშაულებს.

სასამართლო მოსმენისას ერთ-ერთი მსხვერპლის მიერ წაკითხული სიტყვის შემდეგ, გოგონას მამამ მოსამართლეს, რამდენიმე წუთით, განსასჯელთან ცალკე ოთახში განმარტოების უფლება სთხოვა. ეს თხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მამაკაცი ყოფილ ექიმზე თავდასხმას შეეცადა. ის სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს.

55 წლის ლარი ნასარს ბავშვთა პორნოგრაფიული ხასიათის მასალების მომზადებისა და მცირეწლოვნების გარყვნისთვის 2017 წლის 8 დეკემბერს სასამართლომ 60 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე შეუფარდა. ის 10 ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ.

ნასარის მსხვერპლებს შორის არიან ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები – მაკკეილ მარონი, გეიბი დუგლასი და სიმონ ბაილზი. ლარი ნასარი ნაკრების ექიმად 1997 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა.