სეოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა - საარჩევნო ყრილობის თარიღი მალე გაირკვევა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ პირველად გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის შედეგების შესახებ, საიდანაც ჩვენი დელეგაცია ისტორიული შედეგით დაბრუნდა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.
აღმასკომის წევრებმა წარმატებულად შეაფასეს ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ისაუბრეს სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის შესახებ. აღმასკომის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში აღმასკომი კვლავ შეიკრიბება და განისაზღვრება ჩატარების თარიღი.