„სენტ-ტრუიდენის“ მწვრთნელი კონფერენსლიგაზე დებიუტით კმაყოფილია – საქართველოს ლიგასთან ტემპის სხვაობა უზარმაზარია და ეს გამოვიყენეთ #1TVSPORT

02:27, 16.10.2026

„სენტ-ტრუიდენმა“ კონფერენციის ლიგის სეზონი „იბერიასთან“ გამარჯვებით გახსნა. თამაშის შემდეგ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ფრედერიკ დე მეიერმა ღიად ისაუბრა:

„უპირატესობა ტემპის მომატებით მოვიპოვეთ. საქართველოს ლიგასთან შედარებით ბელგიის ჩემპიონატის ტემპის სხვაობა ძალიან დიდია. გულშემატკივრების დახმარებით, მეორე ტაიმიც იმავე ტემპში გავაგრძელეთ. სწრაფად და ზუსტად ვითამაშეთ, რამაც ორი შესანიშნავი გოლი გამოიწვია. სამწუხაროდ, პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

საუკეთესო ფეხბურთი არ გვითამაშია და მეტჯერ უნდა შეგვეტია. მეორე მხრივ, გუნდში არსებული ბალანსით კმაყოფილი დავრჩი. სწორედ ამიტომ შეცვლები ძალიან სწრაფად არ გამოვიყენე“.

მსგავსი