სენსაცია საქართველოს თასზე – მესამე ლიგის წარმომადგენელმა „გურიამ“ გათამაშებიდან „დინამო თბილისი“ გამოთიშა #1TVSPORT

20:34, 26.07.2026

საქართველოს თასის 1/16-ფინალში სენსაცია დაფიქსირდა – „დინამო თბილისი“ ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე არენაზე“ მესამე ლიგის „გურიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას გუნდს 30 ივლისს ვილნიუსში „ჟალგირისთან“ კონფერენსლიგის საპასუხო შეხვედრა ელის. ამის გამო თემურ ქეცბაიამ „გურიასთან“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა. სამაგიეროდ, 2 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელიც ტრავმისგან განიკურნა.

ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა. ლანჩხუთელებმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრეს, ლუკა ჩაგანავამ კი საჯარიმოს სიახლოვიდან კარში ძლიერად დაარტყა და გუნდს 1/8-ფინალის საგზური მოუტანა.

მსგავსი