დიდი სენსაცია საქართველოს თასზე - „გაგრამ“ „დინამო“ დაამარცხა და ფინალში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება
დიდი სენსაცია საქართველოს თასზე - „გაგრამ“ „დინამო“ დაამარცხა და ფინალში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება

„გაგრა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ფინალისტია – ეროვნული ლიგა 2-ის გუნდმა დიდი სენსაცია მოახდინა და ფინალში გავიდა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის “დავით პეტრიაშვილი არენაზე”, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “დინამო” ლიგა2-ის წარმომადგენელ “გაგრასთან” დამარცხდა.

ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ერთად-ერთ გოლი შეხვედრის მე-105 წუთზე გავიდა. პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე ექს-დნამოელმა ვაჟა მათიაშვილმა “გაგრა” დააწინაურა 1:0.

“დინამომ” ვითარების გამოსწორება სცადა და 116-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. მაგრამ ლევან შენგელიამ მეკარეს ვერ აჯობა და საბოლოოდ, შეხვედრა “გაგრას” სენსაციური გამარჯვებით დასრულდა 1:0.

ამგვარად, განმეორდება 2011 წლის თასისი ფინალი – მაშინაც ერთამნეთს “გაგრა” და “ტორპედო” დაუპირისპირედნენ და გამარჯვება “გაგრამ” მოიპოვა 1:0.
აღსანიშნავია, რომ “გაგრამ” 2011 წელსაც თასის ფინალამდე მერვედფინალში თბილისის “დინამო” დაამარცხა – იმ შეხვედრის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში “გაგრამ” უკეთ შეასრულა 4:2.