სენსაცია რომის „მასტერსზე“ - ჯოკოვიჩმა 68 წუთში ჩილელ ტაბილოსთან წააგო #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში „მასტერსის“ სერიის ტურნირი მიმდინარეობს, რომლის პირველ წრეში ხმაურიანი სენსაცია მოხდა.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოულოდნელად წააგო მსოფლიოს 32-ე ჩოგანთან, ჩილელ ალეხანდრო ტაბილოსთან. პირველ სეტში სერბმა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და 2:6 დამარცხდა. მეორე სეტში მეტი ბრძოლა იყო, გადამწყვეტი კი აღმოჩნდა ტაბილოს ბრეიკი პარტიის დასაწყისში – 6:3 ჩილელის სასარგებლოდ. მთელი შეხვედრის განმავლობაში, რომელიც მხოლოდ 68 წუთი გაგრძელდა, ჯოკოვიჩმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავა.
ნოვაკს ჯერჯერობით 2024 წელს ტიტული არ აქვს მოპოვებული. მისი მომდევნო ტურნირი იქნება „დიდი სლემის“ რიგით მეორე ჩემპიონატი – როლან გაროსი, რომელშიც სერბმა ტიტული უნდა დაიცვას.