სენატში უმრავლესობა ჯორჯიის შტატში მეორე ტურის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 5 იანვარს გაიმართება
სენატში უმრავლესობა ჯორჯიის შტატში მეორე ტურის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 5 იანვარს გაიმართება

სენატში უმრავლესობა ჯორჯიის შტატში მეორე ტურის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 5 იანვარს გაიმართება. ამჟამად რესპუბლიკური პარტია 50 ადგილს ფლობს, დემოკრატები კი 48-ს. უკანასკნელი ორი ადგილისთვის კი, რესბპულიკელი კელი ლოეფლერი და დევიდ პერდუ, დემოკრატ რაფაელ უორნოკსა და ჯონ ოსოფს ჯორჯიის შტატში დაუპირისპირდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ სენატში ადგილები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის 50/50 -ზე გადანაწილდება, გადამწყვეტი ხმის უფლება ვიცე-პრეზიდენტს მიენიჭება, რომელიც წინასწარი შედეგების მიხედვით, დემოკრატი კამალა ჰარისი გახდება.