სენატში რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა მიმდინარეობს, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა
სენატში რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა მიმდინარეობს, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

სენატში რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა მიმდინარეობს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

კენედის მოსმენა მწვავე შეძახილის ფონზე წარიმართა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ჰკითხეს, იყო თუ არა ის ანტივაქსერი, რაზეც კენედიმ უარყოფითად უპასუხა და დარბაზში შეძახილი გაისმა.

„შენ იტყუები“, – თქვა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.

კენედიმ ასევე ისაუბრა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა საკვები ინდუსტრია. მისი თქმით, აშშ-ში საკვები ინდუსტრია ისეთ პროდუქტებს იყენებს, რაც შემდგომში საფრთხეს უქმნის ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობას. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ასევე ამბობს, რომ მას სურს, იმუშაოს ქრონიკული დაავადებების განსაკურნებლად.

იმისთვის, რომ კენედი დაამტკიცონ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, მას, სულ მცირე, 50 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება.