სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები - ჩაკ შუმერი და ჰაკიმ ჯეფრისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის ნომინირებას მხარს უჭერენ
სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები - ჩაკ შუმერი და ჰაკიმ ჯეფრისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის ნომინირებას მხარს უჭერენ

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორმა დემოკრატმა ლიდერმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

ჩაკ შუმერის თქმით, კამალა ჰარისი შეძლებს დონალდ ტრამპის დამარცხებას და ის ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი გახდება.

„კამალა ჰარისმა თქვა, რომ იმუშავებს ჩვენი პარტიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და მან ეს სწრაფად მოახერხა. ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო გასწია“, – განაცხადა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.