სენატორმა ჯონ კენედიმ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება მაფიას შეადარა
სენატორმა ჯონ კენედიმ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება მაფიას შეადარა

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ამერიკელმა სენატორმა, ჯონ კენედიმ რუსეთის ხელისუფლება მაფიას შეადარა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სენატორმა თქვა, რომ „საჭიროა პუტინის შეკავება“, მისი ნდობა კი არ შეიძლება.

„რუსეთში არ არის პოლიტიკური ფილოსოფია. ეს იგივეა, რაც მაფიის ფილოსოფია. ეს არის – ფული და ძალაუფლება. სწორედ ასე ფიქრობს პუტინი“, – აღნიშნა კენედიმ.

ამერიკელმა სენატორმა ასევე თქვა, რომ 16 ივლისს, ჰელსინკიში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისგან, გარღვევას არ ელოდება.

ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია რუსეთში 30 ივნისს ჩავიდა. დელეგაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუს პარლამენტარებთან გამართა შეხვედრა .