სენატორი თომ თილისი – ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო
UNITED STATES - JULY 16: Sen. Thom Tillis, R-N.C., takes his seat for the Senate Banking, Housing and Urban Affairs Committee hearing on "Examining Facebook's Proposed Digital Currency and Data Privacy Considerations" on Tuesday, July 16, 2019. (Photo By Bill Clark/CQ Roll Call)
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი თომ თილისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. თილისი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც რუსეთის უკრაინაში შესაძლო ინტერვენციაზე საუბრისას ბაიდენმა „მცირე შეჭრა“ ახსენა.
„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“,- წერს სენატორი „ტვიტერში“.
როგორც ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.
„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.
It is shameful that President Biden gave the green light to Vladimir Putin to invade Ukraine as long as it is a “minor incursion.”
Appeasement always fails.
— Senator Thom Tillis (@SenThomTillis) January 19, 2022