სენატორი ტიმ კეინი - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ ავიადარტყმები კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს, უკანონოა
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ ავიადარტყმები კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს, უკანონოა, – ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ წევრი სენატორი ტიმ კეინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
„დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ ავიადარტყმები კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს, უკანონოა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პრეზიდენტებისთვის ომის წარმოებაზე კარტ-ბლანშის მიცემა. დღეს ეს სირიაა, თუმცა რა შეუშლის მას ხელს ირანისა ან ჩრდილოეთ კორეის დაბომბვაში?” – წერს სენატორი.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.