სენატორი როჯერ ვიკერი -  საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები, რათა დაასრულონ დესტაბილიზაციური პოლიტიკური კრიზისი
სენატორი როჯერ ვიკერი - საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები, რათა დაასრულონ დესტაბილიზაციური პოლიტიკური კრიზისი

ამერიკელი სენატორი როჯერ ვიკერი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს, რომელსაც კომენტარს ურთავს.

„შეწუხებული ვარ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას უკანონო დაკავებით. საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები, რათა განმუხტონ მავნე რიტორიკა და დაასრულონ ეს დესტაბილიზაციური პოლიტიკური კრიზისი. დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა გაიმარჯვონ“, – წერს სენატორი.

დატოვე კომენტარი