სენატორი როჯერ უიკერი – საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან კორუფციისა და ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად, ლიდერებმა არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის ჩახშობით
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გასაპროტესტებლად. მე ვდგავარ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უპასუხონ მათ კრემლის სტილის ჩახშობით“, – წერს სენატორი.
In Georgia, Serbia & Hungary, citizens are taking to the streets to protest corruption & authoritarianism. I stand with all those fighting for a democratic future. Leaders must respect their citizens’ calls for accountability, rather than respond with Kremlin-style crackdowns.
— Senator Roger Wicker (@SenatorWicker) March 17, 2025