სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - პუტინი უკრაინაში თუ შეიჭრება, ჩვენ დავაწესებთ გამანადგურებელ სანქციებს და უკრაინელ ხალხს მივცემთ იარაღს, რომელიც სჭირდებათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად
სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - პუტინი უკრაინაში თუ შეიჭრება, ჩვენ დავაწესებთ გამანადგურებელ სანქციებს და უკრაინელ ხალხს მივცემთ იარაღს, რომელიც სჭირდებათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად

ამერიკელ სენატორთა ორპარტიული ჯგუფი უკრაინაში იმყოფება. სენატორები პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამერიკელი სენატორები კიევში ვიზიტისას უკრაინას სოლიდარობას და იარაღს დაჰპირდნენ და გააფრთხილეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ უკრაინაში ინტერვენციას შედეგები მოჰყვება.

„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა თავის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რა სიმამაცით შეებრძოლება მას უკრაინელი ხალხი, თუ ის შეიჭრება. ჩვენ დავაწესებთ გამანადგურებელ ეკონომიკურ სანქციებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკრაინელ ხალხს მივცემთ იარაღს, ლეტალურ იარაღს, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად“, – განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამერიკელი სენატორის განმარტებით, იარაღს შორის შესაძლოა, იყოს ჯაველინის ანტისატანკო სისტემები, სტინგერის სარაკეტო კომპლექსები და სხვა სახის შეიარაღება.

„ჩვენი გზავნილია, რომ იქნება შედეგები, თუ ის აირჩევს დემოკრატიის ხელშეუხებლობის დარღვევას“, – აღნიშნა სენატორმა ემი კლობუჩარმა.