სენატორი მარკო რუბიო - უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს
სენატორი მარკო რუბიო - უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს

ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რას ნიშნავს არასაფრენი ზონა. ეს არ არის რაიმე წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ეს არის რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სურვილი“, – აღნიშნა სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა.

რუბიოს განცხადებით, „აზრი არ აქვს“ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გაგრძელებას, რომელიც უკრაინაში ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.