სენატორი მაიკ ლი – ზოგიერთი ჩვენგანი წლები ვაფრთხილებდით, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის კორუფციის დაფინანსებას ნიშნავდა, შეშფოთებას ვინც გამოთქვამდა, „პუტინის მოყვარულებად“ მოიხსენიებდნენ
ამერიკელი სენატორი მაიკ ლი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დახმარება კორუფციის დაფინანსებისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ მაიკ ლი სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგიერთი ჩვენგანი წლების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის მასშტაბური კორუფციის დაფინანსებას ნიშნავდა. იმ პირებს, ვინც შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რუტინულად „პუტინის მოყვარულებად“ მოიხსენიებდნენ და რუსული აგრესიის ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ. ეს „უნიპარტიამ“ და სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსმა გააკეთეს“, – წერს მაიკ ლი X-ზე.
ამასთან, მაიკ ლიმ გააზიარა Fox News-ის წამყვანის, ლორა ინგრემის პოსტი, სადაც ის წერს, რომ მსგავსი კორუფციული სქემების მეშვეობით 220 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
„დიდი ალბათობით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარი ზელენსკის მთავარი თანაშემწეების კერძო შვეიცარიულ ანგარიშებზე აღმოჩნდა. რა თაღლითობაა. 220 მილიარდი დოლარი დაიხარჯა! ზელენსკის მთავარი თანაშემწე კორუფციის გამოძიების გაღრმავების გამო თანამდებობიდან გადადგა“, – დაწერა ლორა ინგრემმა.
Some of us warned for years that U.S. aid to Ukraine was funding corruption on a massive scale
Those who raised this concern were routinely dismissed as “Putin lovers” and were accused of aiding Russian aggression
The Uniparty™️ and Military Industrial Complex™️ did this https://t.co/wJ1c5juIsb
— Mike Lee (@BasedMikeLee) November 29, 2025