სენატორი ლინდსი გრემი – დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა
დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტრამპი მშვიდობის მისაღწევად როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე განახორციელებს ზეწოლას.
„საბოლოოდ ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო მომავალი აგრესიებისგან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობებით“, – წერს რესპუბლიკელი სენატორი.
მისივე თქმით, ამ ომის დასრულებას მსოფლიო ადევნებს თვალს.
„ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ იმას, თუ როგორც დასრულდება ეს ომი, ყურადღებით აკვირდებიან და ამან არ უნდა უბიძგოს სხვებს მომავალი აგრესიებისკენ“, – წერს გრემი.
მან ასევე განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ სახლებში.
I am confident that President Trump, in seeking peace in the Russia-Ukraine war, will do so by pushing both parties. But at the end of the day, he will ensure that Ukraine will be a free, sovereign nation with a strong ability to defend itself from future aggression. Too much has…
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) November 22, 2025