სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება
სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება.

ამგვარად გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც საუბრობენ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა ნატო-ზე, უკრაინის ნატო-ს ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით. დროა, გამოფხიზლდეთ, გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში არ მუშაობს, გაიყვანეთ და გადაარჩინეთ ბევრი რუსი ახალგაზრდა უაზრო სიკვდილისგან“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.