სენატორი ჯოშ ჰოული - არ დაგავიწყდეთ, აშშ-ის სენატი უკრაინას წლების განმავლობაში აძლევდა გადასახადების გადამხდელთა მილიარდობით დოლარს, ანგარიშვალდებულების მოთხოვნის დროა
სენატორი ჯოშ ჰოული - არ დაგავიწყდეთ, აშშ-ის სენატი უკრაინას წლების განმავლობაში აძლევდა გადასახადების გადამხდელთა მილიარდობით დოლარს, ანგარიშვალდებულების მოთხოვნის დროა

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სენატორი ჯოშ ჰოული.

მისი თქმით, აშშ-ის სენატი უკრაინას მილიარდობით დოლარს აძლევდა და ახლა ანგარიშვალდებულების დროა.

„არ დაგავიწყდეთ, რომ აშშ-ის სენატი წლების განმავლობაში აძლევდა უკრაინას გადასახადების გადამხდელთა მილიარდობით დოლარს, ყოველგვარი პირობებისა და რეალური კონტროლის გარეშე. ანგარიშვალდებულების მოთხოვნის დროა“, – წერს რესპუბლიკელი სენატორი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.