სენატორი ჯიმ რიში – სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს

08:20, 31.07.2020
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks  to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC.  (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC. (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში სასამართლოს მიერ გიორგი რურუასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, გიორგი რურუას მიმართ ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებულია და სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

„მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – განუცხადა სენატორმა „ამერიკის ხმას“.

ამასთან, ჯიმ რიში გიორგი რურუას საქმეს კომიტეტის „ტვიტერის“ მეშვეობითაც გამოეხმაურა. „შეშფოთებული ვარ გიორგი რურუას დღევანდელი განაჩენით ცრუ ბრალდებების გამო. სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზაციის მიზნით“ , – დაწერა ჯიმ რიშმა.

მსგავსი