სენატორი ჯიმ რიში – აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციას
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC. (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)
აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, – წერს სენატორი რიში „ტვიტერში“.