სენატორი ბობ მენენდესი - რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს, ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს
სენატორი ბობ მენენდესი - რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს, ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს

რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ის დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს, ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ბობ მენენდესმა განაცხადა.

მისივე თქმით, „პუტინმა ევროპის რუკა ვერ უნდა გადაწეროს“.

„პუტინს აშკარად სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, ძალაუფლების მოპოვება, რუსეთის საზღვრების გაფართოება, მაგრამ იცით, რა? აღმოჩნდა, რომ უკრაინასაც აქვს ხმა. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო მათთვის, ვინც ახლა გვისმენს მოსკოვში, კიევში თუ სხვა ქალაქში – რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ის დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს. ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს.

პუტინმა ევროპის რუკა ვერ უნდა გადაწეროს. ევროპელები ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ის შესაძლოა, ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარებას განაგებს, მაგრამ მან ვერ უნდა უკარნახოს ეს უკრაინელებს. ამას არც ჩვენ და არც უკრაინელები არ დაუჭერენ მხარს. გასულ თვეს შესწორებები შევთავაზე. რუსეთის საბანკო სექტორი განადგურდება, სუვერენული ვალი დაიბლოკება. რუსეთს ამოიღებენ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. სექტორული სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. პუტინი და მისი ახლო გარემოცვა დასავლეთში საბანკო ანგარიშებზე წვდომას დაკარგავენ. რუსეთი ჩამოშორდება საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემას. თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, შედეგი დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის, არამედ რუსი ხალხისთვისაც. 2021 წელს უკრაინის სამხედრო ძალები არ არის 2014 წლის უკრაინის სამხედრო ძალები. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების დახმარებით, ისინი ახლა კარგად არიან აღჭურვილი“, – განაცხადა ბობ მენენდესმა.