სენატმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის წარდგენილ კანდიდატურას, ჯონ რეტკლიფს მხარი დაუჭირა
სენატმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის წარდგენილ კანდიდატურას, ჯონ რეტკლიფს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მას 49 სენატორმა მისცა ხმა, 44 კი წინააღმდეგი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე რეტკლიფის კანდიდატურა ჯერ კიდევ ივლისში წარადგინა. როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, რესპუბლიკელი კონგრესმენი აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებას. თუმცა რეტკლიფმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დაუდასტურებელი ცნობებით, მისი ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მის რეზიუმეში არაზუსტი მონაცემების შესახებ მედიაში გამოთქმულ ეჭვებს უკავშირდებოდა.

ჯონ რეტკლიფი წარმომადგენელთა პალატაში ტეხასის შტატიდან 2014 წელს აირჩიეს. ის არის იურიდიულ საკითხთა, დაზვერვის, შიდა უსაფრთხოებისა და ეთიკის კომიტეტების წევრი.