სენატის დაზვერვის კომიტეტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად ჯინა ჰასპელს მხარი დაუჭირა
სენატის დაზვერვის კომიტეტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად ჯინა ჰასპელს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ჰასპელის კანდიდატურას კომიტეტის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხუთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ჰასპელის კანდიდატურის მხარდამჭერთა შორის დემოკრატი სენატორებიც იყვნენ.

როგორც მოსალოდნელია, სენატი ჰესპელის კანდიდატურას მიმდინარე კვირას უყრის კენჭს. დონალ დტრამპმა ის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეოს შემცვლელად წარადგინა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ.