სენაკში თხილისა და სხვა კაკლოვანების გადამამუშავებელი საწარმო აშენდა
სენაკში თხილისა და სხვა კაკლოვანების გადამამუშავებელი საწარმო აშენდა

სენაკში, მშვიდობის ქუჩა N96-ში თხილის და სხვა კაკლოვანების გადამამუშავებელი საწარმო აშენდა, რისთვისაც 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 30 ადამიანი დასაქმდა.

საწარმოს ასაშენებლად შპს „ნათს ელი“-ს ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 22705 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, წლების მანძილზე ამორტიზებული, შენობა-ნაგებობები 435 000 ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ 1 500 500 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
შპს „ნათს ელი“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ოპერირებს თხილის ბაზარზე. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან ყოველწლიურად 3000-5000 კგ. თხილს იბარებს, ამუშავებს და ევროპის ქვეყნებში ყიდის.